“არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერებისა და რადიკალების შანსები ნულის ტოლფასია” – ზურაბ რურუა

“რევოლუცია და ასეთი დამოკიდებულება – არჩევნებში ხელის შეშლა… ეს ძალიან ფუჭი ქმედებაა მათი მხრიდან”, – ამის შესახებ, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნებში ოპოზიციის შანსი ნულის ტოლია.

“რევოლუცია და ასეთი დამოკიდებულება – არჩევნებში ხელის შეშლა… ეს ძალიან ფუჭი ქმედებაა მათი მხრიდან იმიტომ, რომ ამით ვერანაირად ვერ დააზიანებენ ვერც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას და ვერც ქართველი ხალხის მოლოდინს, თუ რა უნდა იყოს არჩევნების შედეგი. ამიტომ, მე შევაფასებდი მათ შანსებს, როგორც არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერების, ასევე რადიკალების, ნულის ტოლფასად”, – აღნიშნა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები