“ბაჩიაშვილი ორი სასამართლო ინსტანციის მხრიდან არის ბრალდებული და დამნაშავედ ცნობილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეში” – წილოსანი

“გიორგი ბაჩიაშვილი ორი სასამართლო ინსტანციის მხრიდან არის ბრალდებული და დამნაშავედ ცნობილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეში”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ამის პარალელურად, გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებების, ისე უცხოური მედიასაშუალებების მეშვეობით.

“ერთადერთი, რაც დარჩენია საკუთარი თავის სამართლებლად, არის ასეთი უღირსი საქციელი”, – ამბობს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები