გიორგი ჩაკვეტაძე: ფაქტია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული, თაღლითია

“ფაქტია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული,  თაღლითია,” – ამის შესახებ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

„ამ განცხადებაში ყველაზე საინტერესო არის ის, თუ რას ხმარდებოდა თანხები, რომელიც მან უკანონოდ მიითვისა; ეს ხმარდებოდა ქვეყნის წინააღმდეგ მტრობას, ხმარდებოდა იმას, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, სხვადასხვა კამპანია, რისი დაფინანსების საშუალებაც მას მიეცა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ დაველოდებით რა თქმა უნდა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა რაც იკვეთება ფაქტია, რომ ჩამოყალიბებული, ჩვეულებრივი თაღლითია გიორგი ბაჩიაშვილი“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

“ქრონიკის” ინფორმაციით, შეკვეთილი სტატია და დეზინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისთვისაა გასამართლებული, მართული მედიის დახმარებით ცდილობს ობიექტური სურათის დამახინჯებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები