თენგიზ შარმანაშვილი: ვთქვათ, საქართველოსთვის არ იყო განკუთვნილი “ჰექსოგენი” და ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ტრანზიტი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ის ქვეყანა უმალვე დაგვდებდა ბრალს, რომ ჩვენ ხელი შევუწყვეთ აფეთქებებს მათ სახელმწიფოში და მიიღებდა საპასუხო ზომებს

“ვთქვათ, საქართველოსთვის არ იყო განკუთვნილი “ჰექსოგენი” და ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ტრანზიტი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ის ქვეყანა უმალვე დაგვდებდა ბრალს, რომ ჩვენ ხელი შევუწყვეთ აფეთქებებს მათ სახელმწიფოში და მიიღებდა საპასუხო ზომებს,”- ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.

“სადაც არ უნდა წასულიყო ეს “ჰექსოგენი”, იყო ძალიან  დამაზარალებელი საქართველოსთვის. თუ ის საქართველოში იქნებოდა გამოყენებული, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სისხლი დაიღვრებოდა. ქაოსს სხვანაირად ვერ ქმნიან, საკრალური მსხვერპლი სჭირდებათ. ვთქვათ, საქართველოსთვის არ იყო განკუთვნილი და ჩვენ უნდა ვყოფილიყავით გამტარი – ტრანზიტი ქვეყანა და ვთქვათ, მესამე ქვეყანაში უნდა მოეხდინათ რაღაც აფეთქება. რა თქმა უნდა, ის ქვეყანა უმალვე დაგვდებდა ბრალს, რომ ჩვენ ხელი შევუწყვეთ აფეთქებებს მათ სახელმწიფოში და მიიღებდა საპასუხო ზომებს. ასეთ შემთხვევაშიც, საქართველო ძალიან სერიოზულად დაზარალდებოდა სახელმწიფოებრივ დონეზე”, – აცხადებს შარმანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა 11 სექტემბერს უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც “ჰექსოგენი” უკრაინიდან ტრაილერით მოჰქონდათ, ქართველმა სამართალდამცველებმა მათ აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები