გიორგი ვოლსკი: ელენე ხოშტარია კანონის დარღვევაზე განზრახ წავიდა
“ელენე ხოშტარია კანონის დარღვევაზე განზრახ წავიდა და ამავე დროს [რუსეთის] ბიუჯეტიდან კვლავ ერიცხება უშველებელი თანხა, “ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რუსეთს არ აწყობს საქართველოს და ევროკავშირის დაახლოება. რაც უფრო მეტი იქნება წინააღმდეგობა, მისთვის პოლიტიკურად უკეთესია. რატომ არ უნდა იყოს საეჭვოდ განხილული ის გარემოება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ელენე ხოშტარია, რომელიც დემოკრატიული დასავლეთის თუ ევროკავშირის პრინციპების სადარაჯოზე დგას, მოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ; კანონის დარღვევაზე წავიდა განზრახ და ამავე დროს [რუსეთის] ბიუჯეტიდან კვლავ ერიცხება უშველებელი თანხა, რომელიც აჭარბებს 100 000$-ს“, – აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავა.