რატი ბრეგაძე: სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 2021-2030 წლებს მოიცავს, იუსტიციის სახლი ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ხელმისაწვდომი
სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 2021-2030 წლებს მოიცავს, იუსტიციის სახლი ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია, რომელიც 2021-2030 წლებისთვისაა განკუთვნილი, იუსტიციის სამინისტრომაც შეიტანა საკუთარი წვლილი და განისაზღვრა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, რომ იუსტიციის სახლი ყველა მუნიციპალიტეტში იყოს ხელმისაწვდომი” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.