ლალი მოროშკინა: ციხეებში დაწყებულია აზარტული თამაშები, მერამდენე 24 წლის ბიჭი მოკლეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა, რუსთავის N 6 ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მე არაერთხელ ავღნიშნე, რომ ციხეებში (დახურულ სისტემაშიც კი) დაწყებულია აზარტული თამაშები. თამასა ძალიან გაზრდილია და ხშირად სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზეც გადის! მერამდენე 24 წლის ბიჭი მოკლეს!!!!!! ძალიან მეცოდება ახლად დანიშნული მინისტრი,გიორგი მღებრიშვილი ღირსეული ადამიანია, სამწუხაროდ მას მოუწევს წინამორბედის შეცდომებზე პასუხისგება”, – წერს მოროშკინა ფეისბუკში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები