გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს, ასევე დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაილუქა.
სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია კრიპტომერიის სახეობის 30 ერთეული უკანონოდ ტრანსპორტირებული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები