რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ირკუტსკის ოლქში, ანგარსკის ნავთობქიმიური კომპანიის (ANHK) ტერიტორიაზე ხანძარს ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი დაშავებულია.

ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა თქვა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩააქრეს.

წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში აფეთქების მიზეზი ქარხნის სისტემების გაზით დაბინძურება გახდა. თუმცა, მაშველები აფეთქების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის ბაიკალის ფილიალის სპეციალისტებმა მიწისძვრა დააფიქსირეს, რომელიც დაახლოებით ხანძრის გაჩენის დროს შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები