პოლონეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი აღიარებულია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთი „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და უამრავ სხვა ვალდებულებას“, „თავს ესხმის სხვა სახელმწიფოებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, ომის დანაშაულებებსა და გენოციდს“ და „ჩართულია მტრულ ეკონომიკურ საქმიანობაში“, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.
გარდა ამისა, პოლონეთის სეიმმა რუსეთი ასევე გამოაცხადა „პირდაპირ პასუხისმგებელ ქვეყნად, 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე”.