ოთარ შამუგია მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში სამინისტრო დარგობრივ ასოციაციებთან და მეთხილე ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. მეთხილე ფერმერთა კავშირი 15 ჰა-ზე მეტი ფართობის მქონე თხილის პლანტაციათა მფლობელებს აერთიანებს.
ამჟამად, ორგანიზაციაში 27 სუბიექტია გაერთიანებული, რაც მსხვილი მეთხილე ფერმერების 80%-ია. საუბარი შეეხო ქვეყანაში მაღალი ხარისხის თხილის წარმოების მნიშვნელობას საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებულად პოზიციონირებისათვის. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები