ბელარუსში ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დაინიშნა
ბელარუსის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სერგეი ალეინიკი გახდა.
ალეინიკი წინამორბედი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ უწყების წინამორბედი ხელმძღვანელი, ვლადიმირ მაკეი, უეცრად, 64 წლის ასაკში 26 ნოემბერს გარდაიცვალა.
ის თანამდებობას 2012 წლის აგვისტოდან იკავებდა.