IAEA უკრაინაში მუდმივ მისიას გაგზავნის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უახლოეს მომავალში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში მუდმივ მისიებს გაგზავნის.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა Telegram-ში დაწერა.

„რაფაელ გროსიმ მაცნობა, რომ უახლოეს მომავალში IAEA უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურში მუდმივ ტექნიკურ მისიებს გაგზავნის. ორგანიზაციის დამოუკიდებელი ექსპერტები იმუშავებენ ზაპოროჟიეს, რივნეს, ხმელნიცკის, სამხრეთ -უკრაინის და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებზე. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას“, – დაწერა შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები