გია ვოლსკი – ოპოზიციაზე: იყო კატეგორიული მოთხოვნა, რომ ომბუდსმენი არჩეული ყოფილიყო იმ კანდიდატებიდან, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს
“არ გამოვრიცხავ იმას, რომ ოპოზიციაში ჰქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება რომელიმე მათგანთან, ვინც არის დარჩენილი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ომბუდსმენობის კანდიდატებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკითხის გარშემო უმრავლესობაშიც შესაბამისი მსჯელობაა საჭირო.
„იყო კატეგორიული მოთხოვნა, ფაქტობრივად, ულტიმატუმი, რომ ომბუდსმენი არჩეული ყოფილიყო იმ კანდიდატებიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს. იმედი მაქვს, ამ პოზიციიდან ან უკან დაიხევენ ან პოზიციას შეიცვლიან. უმრავლესობაშიც შესაბამისი მსჯელობაა საჭირო“, – განაცხადა ვოლსკიმ.