პრეზიდენტმა ლაშა მძინარაშვილს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ,,კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას, ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მძინარაშვილი ფილმ King’s Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც ქართული ცეკვის ილეთები იყო გამოყენებული.