გიორგი გამსახურდია: გაქნილმა შულერმა ხაზარაძემ და მისმა ამფსონმა ჯაფარიძემ პრემიერის დაანონსებულ ანაკლიის პროექტს სიცრუე უწოდეს – სიცრუე იყო ის, ბატონებო, რასაც თქვენი ჯიბის გასასქელებლად აკეთებდით
“გაქნილმა შულერმა ხაზარაძემ და მისმა ამფსონმა ჯაფარიძემ პრემიერის დაანონსებულ ანაკლიის პროექტს სიცრუე უწოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია “ტვიტერზე” წერს.
“სიცრუე იყო ის, ბატონებო, რასაც თქვენი ჯიბის გასასქელებლად აკეთებდით მაშინ, როდესაც ვითომ პორტის აშენება ქვეყნისათვის გინდოდათ, თქვენს მაშინდელ მოკავშირეებთან ერთად პოლიტიკაში”, – წერს გიორგი გამსახურდია.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო.