ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ კავკასიის დერეფანში და სამხრეთ კავკასიაში უნდა შეასრულოს მასტაბილურებელი როლი

“ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს დღეს, ანუ სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკა, აღმოჩნდა ამ ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე აღმოჩნდა, რომ პროდუქტიული პოლიტიკაა. რომელიც დანახული და სათანადოდ შეფასებულია უკვე ევროკავშირის მიერ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ სამხრეთ კავკასიის დერეფანში და სამხრეთ კავკასიაში მასტაბილურებელი როლი უნდა შეასრულოს.

„საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება არა მარტო როგორც საქართველოს, არამედ როგორც რეგიონში იმ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ჰაბისა და სატრანზიტო როლის შესრულება. ამავდროულად, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ კავკასიის დერეფანში და სამხრეთ კავკასიაში უნდა შეასრულოს მასტაბილურებელი როლი. სწორედ, ამ მთლიანობაში უნდა დავინახოთ ჩვენ ის, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით აცხადებს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები