სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას იუბილეზე: ცინიკური და ამაზრზენი ქაჯობა
“ცინიკური და ამაზრზენი ქაჯობა!“ – ასე აფასებს პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების აქციას, როდესაც მათ დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას ე.წ. „მატროსოვის ციხესთან“ დაბადების დღე მიულოცეს. სალომე ზურაბიშვილს, ის დღეები ახსენდება, როდესაც წინა ხელისუფლების დროს, ციხის ადმინისტრაცია როგორ აწვალებდა ამანათის შეტანის დროს პატიმრის ოჯახის წევრებს.
„ცინიკური და ამაზრზენი ქაჯობა! ამის შემხედავი მახსენდება ის დღეები როცა პატიმრების უფლებების დარღვევის საპროტესტოდ მისული მე-5 საპრყობილეთან დაბარებული მშობლები კანტიკუნტად გამოჩნდნენ… შეშინებულნი! დატერორებულნი! რამე უფრო არ დავუშავოთო! … ვინ გაბედავადა დაბადების დღის მოლოცვას…. და როგორ აწვალებდნენ თითო დედას თუ ცოლს ამანათის მიტანაზე გაჩრეკვა გადაგდებით!”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გიგი უგულავას 37 -ე დაბადების დღე მატროსოვის ციხესთან მიულოცეს.