შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ იხილა ომბუდსმენობის ყველა კანდიდატის სუსტი თუ ძლიერი მხარეები, ახლა დგას პოლიტიკური შეთანხმების საკითხი

“პროცესი წავიყვანეთ ისე, რომ არა ჩვენ ვასახელებდით კანდიდატებს, არამედ იყო ღია პროცესი, ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ომბუდსმენის არჩევის საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა ომბუდსმენობის ყველა კანდიდატის სუსტი თუ ძლიერი მხარეები, ახლა კი დღის წესრიგში პოლიტიკური შეთანხმების საკითხი დგას.

„უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრი – ეს არის დემოკრატია, ამიტომ ჩვენ სწორედ ეს პროცესი წავიყვანეთ ისე, რომ არა ჩვენ ვასახელებდით კანდიდატებს, არამედ იყო ღია პროცესი, ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. საზოგადოებამ იხილა ყველა ამ კანდიდატის სუსტი თუ ძლიერი მხარეები და ახლა არის პოლიტიკური შეთანხმების საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები