არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო საზოგადოებაში

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესიც კი არის, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას და ევროკავშირში ინტეგრაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ევროპამ კიდევ უფრო ნათლად დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში.

„პრემიერმინისტრი, მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო საზოგადოებაში, ევროპულ ოჯახში და ევროპამ კიდევ უფრო ნათლად დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, ევროპულ ოჯახში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პრემიერმინისტრი და მთავრობა დღეს მუშაობენ, ეს არის ენერგოუსაფრთხოება. უახლოეს მომავალში თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამასთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებს. თავისი არსით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული პროცესიც კი არის, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები