“იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების უფლებების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასჯელის აღსრულება ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპის დაცვით უნდა ხორციელდებოდეს.
„ახალი საკანონმდებლო აქტით არა უბრალოდ ამ დრომდე არსებული ორი საკანონმდებლო აქტის ინკორპორაცია ხდება, არამედ ეს იქნება თვისობრივად განახლება, გაუმჯობესება და განვითარება საპატიმრო უფლებებისა. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ზოგადად მოწყვლადი ჯგუფია. პატიმართა უფლებები როდესაც დაისმება დღის წესრიგში, ყოველთვის მნიშვნელოვანია – გვესმოდეს, რომ სასჯელის აღსრულება აუცილებელია, ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპის დაცვით ხორციელდებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.