ნინო ფოჩხუა: იმ დეპრესიას, რაც მიშას აქვს ციხის კედლებთან მიმართებით, “ვერჭამის” დეპრესიაც ემატება; ასე რომ, მძიმე მეტალები, რადიაცია, პუტინმა მოწამლა და საათებს ითვლის, თემა დახურულია
,,ვერაფრით ვერ დავიჯერებ – მიშას, რომელიც ერთ ჭამაზე 100 ხინკალს და ზედ ერთ ტორტს აყოლებდა, ახლა მადა დაკარგვოდა,” – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა.
როგორც ფოჩხუა წერს, პროფესიონალი ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის გარდა, მას არავინ ჭირდება.
“ვერაფრით ვერ დავიჯერებ – მიშას, რომელიც ერთ ჭამაზე 100 ხინკალს და ზედ ერთ ტორტს აყოლებდა, ახლა მადა დაკარგვოდა.
და ეს “ვერ ჭამს,” გახდომის მიზნით, კუჭის რეზექცია ყოფილა. მისი მომხრეები ამ ოპერაციის გაკეთებას ზოგი 7 წლის წინ, ზოგიც 1 წლის წინ გვასაღებს, რაც ტყუილია.
წარმომიდგენია, იმ დეპრესიას, რაც მიშას აქვს ციხის კედლებთან მიმართებით, მისი მადის პატრონს, 100 ხინკლის და ზედ ტორტის დაყოლების, “ვერჭამის” დეპრესიაც ემატება.
ასე რომ, მძიმე მეტალები, რადიაცია, პუტინმა მოწამლა და საათებს ითვლის, თემა დახურულია”, – წერს ფოჩხუა.