ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილს: „შე არაკაცო“

„შენ ეპილაციას ბიუჯეტის ხარჯზე იკეთებდი, შე არაკაცო“ – ამ სიტყვებით მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტს. ინაშვილი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადი ჰიგიენისა და ბოტოქსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიტან თანხებს ხარჯავდა.
„წელიწადში 300 ბავშვი ქვეყანაში შიმშლით გიკვდებოდა და შენ ეპილაციას ბიუჯეტის ხარჯზე იკეთებდი, შე არაკაცო. „იუნისეფის“ კვლევების თანახმად, 2004-2012 წლების მიხედვით, დაახლოებით 8-10 წლის განმავლობაში, საქართველოში ასეთი სურათია: 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ციტატა: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება, 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“. ანუ 300 ბავშვი წელიწადში შიმშილით გიკვდებოდა და შენ ბიუჯეტის ხარჯზე ეპილაციას იკეთებდი, შე არაკაცო.“ – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტები გაასაჯაროვა. . როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილმა საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად. 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი. კერძოდ მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები