შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ იმდენი აჯანჯღარა ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში თავად მოიშალნენ

ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც მათ აქვთ.  იმდენი აჯანჯღარა ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პრობლემაა არა „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილები არიან, როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე ელემენტარული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

„ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც მათ აქვთ. მათ იმდენი აჯანჯღარეს ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ. რაც შეეხება არჩევნებს, თუ ვის აირჩევენ, პრობლემაა არა ხელმძღვანელობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ პრობლემაა იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილები არიან როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე ელემენტარული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. სანამ ამ პრობლემებს არ გადაჭრიან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელმძღვანელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები