სამხრეთ კორეაში ასაკის სისტემა იცვლება – 2023 წლიდან ყველა 1-2 წლით გაახალგაზრდავდება

სამხრეთ კორეელები 1 ან 2 წლით გაახალგაზრდავდებიან – ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ დოკუმენტებში მაინც.

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც კორეაში ასაკის დათვლის ორ ტრადიციულ მეთოდს აუქმებს. ახალი სისტემა, რომელიც სტანდარტიზებულ, საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდს გულისხმობს, 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ ეს მმართველი პარტიის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ამჟამად, კორეაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემა გამოიყენება –  „კორეული ასაკი “, რომლის მიხედვითაც ადამიანი დაბადების მომენტში ერთი წლისაა და წლები ყოველი ახალი წლის პირველ დღეს ემატება.
სამხრეთ კორეელები ასევე იყენებენ მეორე სისტემასაც, როდესაც ახალშობილის ასაკი ნულიდან აითვლება და მას წლები ამ სისტემითაც ახალი წლის პირველ დღეს ემატება.
ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, 2022 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, 2002 წლის 31 დეკემბერს დაბადებული პირი, საერთაშორისო სისტემის მიხედვით, 19 წლისაა, დათვლის სისტემის მიხედვით – 20-ის და “კორეული ასაკის” მიხედვით 21 წლის.

სამხრეთ კორეის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივნისიდან ასაკის ორივე ტრადიციულ სისტემას ოფიციალურ დოკუმენტებში აღარ გამოიყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კორეელები 2 წლით გაახალგაზრდავდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები