ბელგიის სოფლის 165-მა მცხოვრებმა ლატარიაში 143 მილიონი ევრო მოიგო
ბელგიის სოფელ ოლმენის 165-მა მცხოვრებმა ლატარია EuroMillions-ში 143 მილიონ ევროზე მეტი მოიგო.
BBC ბელგიის ეროვნული ლატარიის მონაცემზე დაყრდნობით წერს, რომ თითოეულმა მათგანმა, დაახლოებით, 868 000 ევრო მოიგო.
EuroMillions-ში განაცხადეს, რომ საბოლოო ჯეკპოტი 142,897,164 ევრო იყო.
როგორც ეროვნული ლატარიის წარმომადგენელმა, ჯუკ ვერმუირმა თქვა, ბელგიაში ჯგუფური მოგება იშვიათი მოვლენა არ არის, თუმცა, ეს იყო ყველაზე დიდი ჯგუფური მოგება.