ბრიტანეთმა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხუთ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ძალოვანი უწყებების ხუთი წევრის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავე არიან წამებაში, ძალადობის თავიდან აცილებასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობაში – სანქციები დააწესა.
ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
გაერთიანებულმა სამეფომ სანქციების სიაში შეიყვანა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ფსბ-ს თანამშრომელი – ანდრეი ტიშენინი; ყირიმში უფროსი ოპერატიული წარმომადგენელი – არტურ შამბაზოვი. 2015 წელს მათ უკრაინელი ალექსანდრე კოსტენკო აწამეს.
გარდა ამისა, სანქციებს დაექვემდებარა როსტოვის ოლქის იუსტიციის მაიორი – ვალენტინ ოპარინი და პროკურატურის უფროსი – ოლეგ ტკაჩენკო. ორივემ ხელი შეუშალა წამების საჩივრის განხილვას, ტკაჩენკო კი ჩვენების მისაღებად წამებას იყენებდა.
ასევე, სანქციები დაუწესეს 90-ე სატანკო დივიზიის მეთაურს, პოლკოვნიკ იბატულინს.