ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: არევის ერთადერთი ინტერესი ხელისუფლების შეცვლაა, საბოლოო მიზანი – მეორე ფრონტის გაჩაღება

ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ყველაფერს. არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ამ ქვეყანაში რაიმე ააგორონ, რადგან საზოგადოება ხედავს ყველაფერს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო თვეებში რადიკალურმა ოპოზიციამ „ომისკენ მიმართული რიტორიკა დაბლა დასწია“.

„გახსოვთ, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში იყო უამრავი პროვოკაცია, პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ – ცხინვალი, აფხაზეთი და ასე შემდეგ. რაღაც მომენტში ნახეს, რომ არ გაუვიდათ, არც თვითმფრინავების გაგზავნა, არც სანქციების დაწესება და ასე შემდეგ, მეორე მხრივ, შეხედეს საზოგადოების რეაქციას, ეს ყველაფერი მიაჩუმეს. ანუ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაძლეს, რომ ელექტორალური თვალსაზრისით ბოლომდე არ დანგრეულიყვნენ. თუმცა, ახლა ეს ყველაფერი ისევ გაააქტიურეს, მაგრამ საზოგადოება ამას ხომ ხედავს. ამ ყველაფრის უკან სააკაშვილი ვის აინტერესებს?! ამ არევის ერთადერთი ინტერესია ისევ ხელისუფლების შეცვლა და საბოლოო მიზანი აქაც მეორე ფრონტის გაჩაღებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები