ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ აღიარებს

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ აღიარებს.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის აშკარა უგულებელყოფით გრძელდება, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის უკანონო ანექსიას და ვიმეორებთ უკრაინის უფლებას გაათავისუფლოს და დაიბრუნოს სრული კონტროლი ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეცნო საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები