მიკოლაევის ოლქში რუსების მიერ წამებით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს

უკრაინაში, მიკოლაევის ოლქში რუსების მიერ წამებით მოკლული სამი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცხედრები ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ნოვოპეტრივკის დასახლებაში იპოვეს.

გამომძიებლების თქმით, მოკლულები 39, 42 და 55 წლის მამაკაცები იყვნენ, რომლებიც მაშინ მოკლეს, როდესაც რეგიონი რუსების მიერ იყო ოკუპირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები