ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები ვერ მოიშლიან საკუთარ სტილს, მუდმივად უნდა სცადონ ქვეყანაში არეულობის შემოტანა

„ევროკავშირის პირველივე მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, დეპოლარიზაცია გულისხმობს რადიკალიზმის შემცირებას, მაგრამ ეს ადამიანები ვერ მოიშლიან საკუთარ სტილს. ეს სტილი გულისხმობს იმას, რომ მუდმივად უნდა სცადონ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მშვიდობის დარღვევა. ეს მათი სტილი და დავალებაა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

„ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება, განვითარების უზრუნველყოფა, ამ დღის წესრიგს გავყვებით ჩვენ”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები