მიხეილ სააკაშვილი: ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. სააკაშვილის ხელწერილი მისივე”ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.

„მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები