ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დააანონსა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დააანონსა.

მისი თქმით, ახალ სასანქციო სიაში დაახლოებით 200 ფიზიკური პირი შევა და ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აიკრძალება.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინისათვის სიკვდილისა და განადგურების მოტანას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვაიძულებთ რუსეთს გადაიხადოს საფასური თავისი სისასტიკისთვის. სანქციების რვა პაკეტი, რომელიც აქამდე შემოვიღეთ [რუსეთისთვის] მტკივნეულია. დღეს სანქციების მეცხრე პაკეტით რუსეთზე ზეწოლას ვაძლიერებთ.

სასანქციო სიას 200-მდე რუსეთის მოქალაქე და კომპანია დაემატება; სასანქციო სიაში მოხვდება კიდევ სამი რუსული ბანკი; ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება რუსულ პროდუქციას, მათ შორის ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ელექტრონიკას; შეიზღუდება ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა“, – განაცხადა  ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები