ბირთვული ომის საფრთხე იზრდება და დასამალი არაფერია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც პუტინმა სხდომაზე აღნიშნა, რუსეთი „ჭკუიდან არ შეშლილა“ და იცის, რა არის ბირთვული იარაღი.
„ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთში ბირთვული იარაღი თავდაცვის საშუალებად განიხილება.