ნინო წილოსანი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობითა და NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში – ირენ ფელინს დღეს NATO-ს სათავო ოფისში შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნის პროგრესი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესრულების მიმართულებით და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე NATO-ს წარმომადგენლის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი და გაცხადებული პოლიტიკური ნება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრების მზადყოფნისათვის და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები