კლიმატოლოგები და NASA-ს სპეციალისტები: 2030 წელს მსოფლიოს კატაკლიზმები მოიცავს

მეცნიერ-კლიმატოლოგებმა NASA-ს სპეციალისტებთან ერთად გრძელვადიანი კლიმატური პროგნოზი გააკეთეს  2030 წლისთვის. პროგნოზი დამამშვიდებელი არ აღმოჩნდა. ის, რასაც ჩვენ ირგვლივ ვხედავთ, ჯერ კიდევ „ყვავილებია“, ხოლო შედეგებს, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ მივიღებთ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს დამანგრეველი წყალდიდობა და ქარიშხლები ელის, განსაკუთრებით კი, აშშ დაზარალდება.
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ანთროპოლოგიური ზემოქმედების შესახებ გვიყვებიან, კაცობრიობას ჯერ კიდევ არ გადაულახავს ის საბედისწერო ხაზი, რომლის მიღმაც ნამდვილი პრობლემები იწყება. თუმცა, ჩვენ მისკენ ვისწრაფვით და შედეგებს უკვე 2030 წელს მივიღებთ.
გლობალური დათბობა მყინვარების ლღობას იწვევს, რის გამოც ოკეანეს დონე საგრძნობლად იწევს. მთვარის ჩვეულებრივი ორბიტული რიტმი ახლა განსაკუთრებულ ხიფათს არ ქმნის, მომავალში კი წყლის მოქცევას გამოიწვევს, რაც ნამდვილი კატასტროფა იქნება. უკვე გამოთვლილია, რომ 10-15 წლის შემდეგ აშშ-ში წყალდიდობების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზრდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთადერთი შტატი, რომელსაც ეს არ ემუქრება, არის ალასკა. მეცნიერები, ფილ ტომფსონის თაოსნობით, ჰავაის უნივერსიტეტის დოცენტთან ერთად აღნიშნავენ, რომ წყალდიდობები, სავარაუდოდ, ყველაზე დამანგრეველი სცენარით განვითარდება და მათთან ბრძოლის სტრატეგია თავიდან იქნება განსახილველი.
დაახლოებით, 2030 წლის შუაში წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩაყოლებაზე და მექსიკის ყურეში მოქცევის დროს წყალდიდობების რაოდენობა იმატებს, ეს ექსტრემალურ სეზონებამდე მიგვიყვანს, რაც თვეობით გაგრძელდება. წყალდიდობების შეუჩერებლად იქნება.
გარდა ამისა, ტომფსონი და მისი კოლეგები წინასწარმეტყველებენ ატლანტიკის ოკეანეში ძლიერ ქარიშხლებს, რომლებიც დღესაც არც ისე ცოტა უბედურ შემთხვევას იწვევს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ახლა მეცნიერები დაკავებულები არიან ზუსტი პროგნოზირების ახალი მეთოდების ძებნით, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ მათთვის თავის არიდება შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები