მეუფე მიქაელი: ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მზრუნველი და მლოცველი ქართველი ერისა

“ტკივილი ძალიან დიდია”,- ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან
დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქი თავის საქციელით ქადაგებდა.

„ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მზრუნველი და მლოცველი ქართველი ერისა. პატრიარქი თავის საქციელით ქადაგებდა. მდუმარებაში რომ იყო, იმითაც ქადაგებდა როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი“, – აღნიშნა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები