“ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი წინამძღოლი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრა ქვეყნის სულიერი და ეროვნული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები” – პროკურატურა
“საქართველოს პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
უწყების ცნობით, ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი წინამძღოლი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრა ქვეყნის სულიერი და ეროვნული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები.
“ილია მეორემ ათწლეულების განმავლობაში გააერთიანა საზოგადოება, გააძლიერა ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული თითოეული ადამიანის გულში. მისი ცხოვრება იყო თავგანწირვის, სიბრძნისა და უსაზღვრო სიკეთის მაგალითი.
საქართველოს პროკურატურის სახელით, სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ ამ უდიდეს ტრაგედიას!”, – წერია ინფორმაციაში.