ლუკაშენკო – “მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ილია მეორემ, მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა”
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ბელარუსში ეს ამბავი ღრმა მწუხარებით მიიღეს.
“მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა. ის ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის განმტკიცების, უსაფრთხოების, მეგობრობის და რელიგიათა შორის ურთიერთგაგების ინიციატივების მეშვეობით, პატრიარქმა მოიპოვა განსაკუთრებული ადგილი მილიონობით ადამიანის გულში, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა.
მისი უწმინდესობის, ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელი შეუწყო ასეულობით ტაძრისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას”, – აღნიშნულია ლუკაშენკოს წერილში.