ია ანთაძე: ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, რა ფულით ნაყიდი და რა ხარისხის პალტო ეცვა სააკაშვილს

ია ანთაძეს ნაკლებად აინტერესებს, რა ფულით აქვს შეძენილი და რა ხარისხის პალტო ეცვა მიხეილ სააკაშვილს, – ამ სიტყვებით ეხმაურება მედიაექსპერტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას. ანთაძეს ყველაზე მეტად ის ფაქტი აინტერესებს, თუ როგორ შექმნა სააკაშვილმა 9 წლიანი მმართველობის დროს ძალადობრივი სისტემა.
„ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, რა ფულით ნაყიდი და რა ხარისხის პალტო ეცვა სააკაშვილს. ყველაზე მეტად მაინტერესებს ძალადობრივი, ღირსებისა და სიცოცხლის შემლახავი სისტემა, რომელიც მან ქვეყანას თავს მოახვია.
არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანია მთავარი და არა პალტო ან, თუნდაც, ქალის მკერდით შესრულებული ნახატი“ – წერს ია ანთაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარი გაფლანგა. გამოძიების მასალების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის თანხებით სხვადასხვა დროს „ქაშმირის“ პალტო, მასაჟები და სხვადასხვა პირადი მოხმარების ნივთები შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები