“საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საჭირო ყოფილა მასაჟების კეთება, ბოზებში სიარული და ძვირადღირებულ სასტუმროებში გაჩერება”

უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრიკურატურის ბრალდებას ეხმაურება.
„საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საჭირო ყოფილა მასაჟების კეთება, ბოზებში სიარული და ძვირადღირებულ სასტუმროებში გაჩერება ძვირი ტანსაცმლის ყიდვით. ასე მოიპოვა მიშა სააკაშვილმა საქართველოს “დამოუკიდებლობა”. მაშინ, გამოვაცხადოთ ყველა მოქალაქისათვის მასაჟი, ბორდელი, და ჭინჭები – და იქნებ, გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა..“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარი გაფლანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები