ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს.

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა.

მისი თქმით, რაკეტა სტეფნიანსკაიას თემის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.

5 დეკემბერს უკრაინის მასირებული იერიშის შედეგად, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ნოვოსოფიევკაში ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, მათ შორის წლის და ათი თვის ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები