მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მაია სანდუ აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოებამ, ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე, სამოქალაქო დაწესებულებასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ, ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი“, – წერს მაია სანდუ Twitter-ზე.
We strongly condemn Russia’s repeated attacks on #Ukraine’s citizens, civilian facilities & critical infrastructure. The international community should strengthen its pressure on Russia to stop the war. Only this way can we end the suffering & loss of lives.
— Maia Sandu (@sandumaiamd) December 5, 2022