ესტონეთის პრემიერი: ახლა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება სახიფათოა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, თუ მიზანი ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობაა, ახლა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმება სახიფათო იქნება.

„ესტონეთის პოზიცია ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დიდი ხანია მკაფიო და ცხადია: ახლა თავისუფალი სამყაროს აქცენტი უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. ომის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ და მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს. მხოლოდ ეს არის გზა ხანგრძლივი მშვიდობისა და ახალი აგრესიის პრევენციისაკენ“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კაია კალასმა აღნიშნა, კრემლს ახლა სჭირდება პაუზა, რათა ძალები აღადგინოს და მოემზადოს ახალი შეტევისთვის.

„ასე რომ, ახლა ზავი სარგებელს მოუტანს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერესებს და საუბარი მშვიდობაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე საშიშია. მიმდინარეობს აგრესიული ომი, რომელშიც რუსეთი თავს დაესხა თავის მეზობელს და ამ პირობებში ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება“, – განაცხადა კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები