Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა წლის ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა.

„თებერვლის შეჭრამდე ბევრი უკრაინელი მას კლოუნად და დილეტანტად თვლიდა, რომელსაც არ შეეძლო მაღალი თანამდებობის გამოწვევის მიღება, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ისტორიაში ღირსეული ადგილის დაკავება თავისი წარმოუდგენელი ლიდერობისა და გამძლეობის წყალობით“, – წერს FT.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინამ, კიევზე თავდასხმის მოგერიებით და დონბასში კონტრშეტევის ჩატარებით, მთელი მსოფლიო გააოცა.

“მან დაიბრუნა რუსული ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორიის ნახევარი და ახლა, ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინელი სამხედროები სამხრეთით და აღმოსავლეთით მიიწევენ, რათა გაათავისუფლონ მთელი ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის, დონბასი და ყირიმი.

ისევე, როგორც უინსტონ ჩერჩილი, ბლიცის დროს, ქვეყნის გამთლიანებას რადიოთი მიმართვისას ცდილობდა, დასავლეთისგან სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის უწყვეტად მისაღებად ზელენსკიმ სოციალური ქსელები გამოიყენა, მან თავისი ხალხის მძიმე მდგომარეობა ევროპისა და შეერთებული შტატების ლიდერებზე ზეწოლისთვის მორალურ ბერკეტად გამოიყენა.

​ზელენსკი ასევე გახდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის მაგალითი. სწორედ ამ მიზეზების გამო, Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად აღიარა”, – ნათქვამია მასალაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები