“თურქეთმა ინფლაციის პიკი გადალახა” – ქვეყნის ფინანსთა მინისტრი
თურქეთის ფინანსთა და ხაზინის მინისტრმა, ნურედინ ნებატიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ ინფლაციის პიკი უკან ჩამოიტოვა და ამ მაჩვენებლის კლების ტენდენციაში შევიდა.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.
„თუ არ მოხდება მოულოდნელი გლობალური განვითარება, ჩვენ უკან დავტოვეთ ინფლაციის პიკი და შევედით კლების ტენდენციაზე“, – დაწერა მინისტრმა.
თურქეთში, უკანასკნელი 1,5 წლის განმავლობაში, წლიური ინფლაცია ნოემბერში – 85,51% -დან 84,39%-მდე გამოვლინდა.
ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემით, სამომხმარებლო ფასების ზრდამ ნოემბერში 2,88% შეადგინა.