“ბომბი”, იარაღი”, “თანამგზავრი” – ჩრდილოეთ კორეაში მშობლებს აიძულებენ, შვილებს “პატრიოტული” სახელები დაარქვან
ჩრდილოეთ კორეაში მშობლებს უბრძანეს, შვილებს პატრიოტული სახელები დაარქვან, როგორიც არის, მაგალითად, „ბომბი“. ქვეყანაში აიკრძალა უფრო რბილი სახელების დარქმევა.
ამის შესახებ DailyMail-ი წერს.
ადრე ფხენიანში ნებადართული იყო ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც უფრო რბილი ხმოვანებით მთავრდებოდა როგორიცაა Ah Ri (საყვარელი) და Su Mi (სუპერ სილამაზე). მაგრამ ახლა მოითხოვეს, რომ რბილი სახელის მქონე ადამიანებმა საკუთარი და შვილების სახელები უფრო იდეოლოგიურსა და მილიტარისტულზე შეცვალონ.
ისინი, ვინც ბრძანებას არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან.
ხელსაყრელ სახელებს შორის არის: Chong Il (პისტოლეტი), Chung Sim (ერთგულება), Pok Il (ბომბი) და Ui Song (თანამგზავრი).
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის მსგავსი რბილი სახელები არ უნდა იყოს და ისინი სხვა ტენდენციებს უნდა ასახავდნენ.