რიაზანთან რუსულ ავიაბაზაზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა ერთი თვითმფრინავი
რიაზანის მახლობლად, აეროდრომზე ბენზინმზიდი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სამსახურში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მომხდარის შედეგად, ხუთი პირი დაშავდა, მათგან ორმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ, მომხდარი აფეთქების შედეგად, საავიაციო ტექნიკის სადგომზე ერთი თვითმფრინავი დაზიანდა.