„ცალკე სივრცეში“ არჩილ თაბაგარის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

„ცალკე სივრცეში“ არჩილ თაბაგარის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.
„არჩილ თაბაგარის შემოქმედება აერთიანებს ვიზუალური მედიისა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგს. ხელოვანის დაკვირვებისა და შემოქმედებითი მიდგომის ინდივიდუალური ტაქტიკა მასალის, კომპოზიციის აგებისა და გარემომცველი რეალობის მხატვრული გაანალიზებით ყალიბდება. მის ნამუშევრებში დოკუმენტური ხედვა და ტრადიციული მანერა ერწყმის ერთმანეთს.
მნიშვნელოვანია, რომ არჩილ თაბაგარის შემოქმედებითი მიდგომა გრაფიკისა თუ სკულპტურისადმი რეალისტურ, ერთგვარად, კლასიკურ ხელწერას მისდევს. ხელოვანის ცხოვრების 20-წლიანი კრიზისული ფაზა მის შემოქმედებაში ფსიქოლოგიური საყრდენის როლს ასრულებს – სწორედ ამგვარი ძლიერი შემოქმედებითი იმპულსით თაბაგარი თანამედროვეობაში ხელოვნების მარადიულობას, ესთეტიკურ ღირებულებათა სისტემის ტრადიციულ გამომსახველობას ინდივიდუალური ხელწერითა და დახვეწილი ოსტატობით ავითარებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არჩილ თაბაგარის გამოფენა 12 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები