სოჭში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ბადრი ფანცულაია დააკავეს (ვიდეო)

საინფორმაციო სააგენტო „primecrime.ru“-ს გავცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის სისხლის სამართლის განყოფილების თანამშრომლებმა ქართველი „კანონიერი ქურდი“ ბაგრატ ფანცულაია, მეტსახელად „მარატ სუხუმსკი“ დააკავეს. სააგენტოს ინფორმაციით, 39 წლის კრიმინალური ავტორიტეტი  12 აგვისტოს, ქალაქ სოჭში აიყვანეს. დაკავებისას ფანცულაიას ჰეროინი აღმოუჩინეს, რაც მის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის  დაწყების მიზეზი გახდა. სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებამდე „მარატ სუხუმსკი“ სოჭში დაახლოებით ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ასევე სხვა „კანონიერი ქურდი“ გილანი ალიევი , მეტსახელად „გილანი სედოიც“ იმყოფებოდა, რომელმაც ყირიმში გამგზავრება მოასწრო.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hIPEhwgAZHc” width=”560″ height=”315″]

მომზადებულია “primecrime.ru”-ს მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები